“ოცნება“ ცდილობს, ქართველი ხალხის ევროპული ოცნება კრემლის კოშმარული ჩრდილის ქვეშ მოაქციოს - კრამერი

25.06.25 11:05
“ოცნება“ ცდილობს, ქართველი ხალხის ევროპული ოცნება კრემლის კოშმარული ჩრდილის ქვეშ მოაქციოს - კრამერი

გერმანელი ევროპარლამენტარი, ტობიას კრამერი სქართველოში მიმდინარე მოვლენებზე შეშფოთებას გამოთქვამს და ამბობს, რომ “საქართველოს მთავრობა, თავისი ქმედებებით ქვეყნისთვის ევროპული მომავლის წართმევას ცდილობს.“

როგორც კრამერმა “პირველებისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, “ქართული ოცნება“ ცდილობს ქართველი ხალხის ევროპული ოცნება კრემლის კოშმარული ჩრდილის ქვეშ მოაქციოს.

ისე ჩანს, თითქოს, ისინი მიისწრაფვიან, რომ კრემლზე დამოკიდებულები გახდნენ, მაგრამ ეს ჭკვიანი სტრატეგია არ არის- ამბობს ტობიას კრამერიი.

რასაც საქართველოში ვხედავთ ძალიან შემაშფოთებელია. ვხედავთ დემოკრატიულ უკუსვლას, “ქართული ოცნება“ ცდილობს ქართველი ხალხის ევროპული ოცნება კრემლის კოშმარული ჩრდილის ქვეშ მოაქციოს. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს ევროპული მომავალი ჰქონდეს, მაგრამ საქართველოს მთავრობა თავისი ქმედებებით ამ მომავლის წართმევას ცდილობს. ამიტომ, მოვუწოდებთ ევროკავშირს დაუწესონ ტარგეტირებული სანქციები. ასევე, უნდა ვიმსჯელოთ ასრულებს თუ არა “ოცნება“ ასოცირების შეთანხმებას, რადგან იქ არის პარაგრაფი 2 , რომელიც ეხება დემოკრატიის და ევროპული ღირებულებების პატივისცემას, ჩვენ ამ დოკუმენტს უნდა გადავხედოთ. ამ მომენტისთვის მთავრობა, აბსოლუტურად საპირისპირო მიმართულებით მიდის. 
გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან რთული გასაგებია რატომ აკეთებენ ამას. ისე ჩანს თითქოს ისინი მიისწრაფვიან, რომ კრემლზე დამოკიდებულები გახდნენ, მაგრამ ეს ჭკვიანი სტრატეგია არ არის. ჩვენ სხვა ქვეყნებშიც ვნახეთ ეს, მაგალითად სირიაში, რომლის მთავრობაც პუტინის კლიენტი  და მასზე დამოუკიდებული გახდა. პუტინს მოკავშირეები არ უნდა, მას ვასალები და მარიონეტები სჭირდება, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით სიარული ჭკვიანურია.
თუ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანება უნდა, ძალიან მკაფიო  სტანდარტები გვაქვს. ამ მომენტში, მთავრობა არათუ ამას არ ასრულებს, არამედ აქტიურად, უთხრის ძირს ევროპულ გზას. ამიტომ, ევროკავშირის მხრიდან პირდაპირი შედეგები უნდა მოჰყვეს სანქციების კუთხით, რადგან ვიცით, რომ ამ მთავრობის მიღმა ივანიშვილი დგას. ეს არ არის მთავრობა, რომელიც აკეთებს იმას, რაც სურს, ეს არის მთავრობა, რომელიც აკეთებს იმას, რასაც ივანიშვილი ეუბნება,- ამბობს კრამერი. 

მსგავსი სიახლეები