TI-მ 74 ჩინოვნიკის ჩართულობით 2 მლრდ ლარის კორუფციული ფაქტები გამოავლინა - კუპრაშვილის ბიურომ არცერთი არ მოიკვლია

25.06.25 11:59
TI-მ 74 ჩინოვნიკის ჩართულობით 2 მლრდ ლარის კორუფციული ფაქტები გამოავლინა - კუპრაშვილის ბიურომ არცერთი არ მოიკვლია

რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარედ დანიშვნიდან დღემდე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 74 მოქმედ და ყოფილ თანამდებობის პირთან დაკავშირებული კორუფციული შემთხვევები გამოავლინა. ამის შეხებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ პირების მიერ საბიუჯეტო წყაროებიდან მიღებულმა შემოსავალმა 2012-2025 წლებში 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

TI აღნიშნავს, რომ არცერთი ეს შემთხვევა კუპრაშვილის უწყებამ არ გამოიკვლია და არც სათანადო რეაგირება მოუხდენია. 

2023 წლის 2 თებერვლიდან, რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარედ დანიშვნიდან დღემდე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და აჭარაში 74 მოქმედ და ყოფილ თანამდებობის პირთან დაკავშირებული კორუფციული შემთხვევები გამოავლინა. 

არცერთი ეს შემთხვევა კუპრაშვილის ანტიკორუფციულმა ბიურომ არ მოიკვლია და რეაგირების გარეშე დატოვა. 

 ამ 74 პირთან დაკავშირებული კომპანიების მიერ სახელმწიფო შესყიდვებიდან, „აწარმოე საქართველოდან“ და სხვა საბიუჯეტო წყაროებიდან მიღებულმა შემოსავალმა 2012-2025 წლებში 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

მსგავსი სიახლეები