კაცია: ცრუპენტელებს ეშინიათ სიმართლის, როცა თქვენ სამართლიანად გაგასამართლებენ, ჩვენ მოვითხოვთ, რომ ისევ დაუშვან მედია პროცესზე

25.06.25 11:52
კაცია: ცრუპენტელებს ეშინიათ სიმართლის, როცა თქვენ სამართლიანად გაგასამართლებენ, ჩვენ მოვითხოვთ, რომ ისევ დაუშვან მედია პროცესზე

 

 

მონების მბრძანებელს, ცრუპენტელებს და ქოსატყუილებს ეშინიათ სიმართლის - ამ სიტყვით მიმართა დღეს, სინდისის პატიმარმა, ნიკა კაციამ სასამართლოს, რითაც მედიისთვის სასამართლოზე გადაღების აკრძალვა გააპროტესტა. 

როცა თქვენ სამართლიანად გაგასამართლებენ, ჩვენ მოვითხოვთ, რომ ისევ დაუშვან მედია პროცესზე - უთხრა მოსამართლეს სინდისის პატიმარმა. 

დარბაზს მინდა გთხოვოთ, შეეცადეთ, არ იხმაუროთ იმიტომ, რომ დღეს გვემუქრებიან, რომ დაგვხურავენ. რაც შეეხება იმას, რაც არის სახეზე - ეს არის ქოცების რექვიემი და შესაძლოა, ეს არის ბოლო პროცესიც, რომელსაც აშუქებს მედია იმიტომ, რომ რეჟიმი აპირებს აკრძალოს ვიდეო გადაღება. 
ფაქტია, მონების მბრძანებელს, ცრუპენტელებს და ქოსატყუილებს ეშინიათ სიმართლის - ეს არის ფაქტი. ცოტა დაგაგვიანდათ იმიტომ, რომ სიმართლე უკვე მთელმა მსოფლიომ იცის, მაგრამ არაუშავს, დახურეთ, როცა თქვენ სამართლიანად გაგასამართლებენ, ჩვენ მოვითხოვთ, რომ ისევ დაუშვან მედია და გადაიღონ პროცესები“, - თქვა სინდისის პატიმარმა, ნიკა კაციამ სასამართლო პროცესზე.

ცნობისთვის, „ოცნების“ ახალი კანონპროექტით, რომელსაც დაჩქარებული წესით განიხილავენ, სასამართლოს სხდომების გაშუქება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება.

ცვლილებების შედეგად, იზღუდება მათ შორის სასამართლოს ეზოსა და დერეფნებში გადაღება. პროცესების გადაღების უფლებამოსილება ენიჭება სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს.

 

მსგავსი სიახლეები