ზვიად რატიანს ბრალს დღეს წარუდგენენ - ადვოკატი

ზვიად რატიანი ბრალის წარდგენას ელოდოება - დაკავებულ პოეტთან გამომძიებლები და ადვოკატები დიღმის იზოლატორში ცოტა ხანში შევლენ და დადგენილებას ოფიციალურად გააცნობენ. ევროპული აქციების მონაწილე პოეტს "ქართული ოცნება" ციხეში 7 წლიანი მუხლით უშვებს. საგამოძიებო უწყება მას რუსთავლის გამიზირზე პოლიციელზე თვადსხმას ედავება.
ზვიად რატიანს ბრალს დღეს წარუდგენენ. მას გამოძიება ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას. ჩვენ უახლოეს საათებში გადმოგვეცემა საქმის მასალები და გევქნება შესწავლის შესაძლებლობა და ამის შემდეგ შევძლებთ განვმარტოთ, რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას ამ საქმეში. რაც შეეხებას აღკვეთი ღონისძების სხდომას, ეს სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ იქნება. ჯერჯერობით უცნობია, ვინ არის დაზარალებული ამ საქმეში", - ამბობს ადვოკატი.
რატიანი 23 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს დააკავეს.