270 მლნ-ის ნაცვლად არაფერი - "ოცნება" საგარეო ვალს ვეღარ იღებს

25.06.25 12:28
270 მლნ-ის ნაცვლად არაფერი - "ოცნება" საგარეო ვალს ვეღარ იღებს

საქართველოს ხელისუფლება საგარეო ვალს ვეღარ იღებს. ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები შეჩერებულია. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემები ადასტურებს. 

დოკუმენტით ირკვევა, რომ 5 თვეში "ქართულ ოცნებას" დაგეგმილი ჰქონდა 270 მლნ ლარის მიღება, თუმცა მაისის ბოლომდე 0 ლარი მიიღო. მათ შორის, შესრულების პრობლემა საგარეო ვალის ნაწილშიც დგას. 6 თვეში დაგეგმილი იყო 800 მლნ-მდე უცხოური ვალის აღება, თუმცა მხოლოდ 258 მლნ ჩაირიცხა, რაც გეგმის მხოლოდ 32%-ია. 

ექსპერტები ამბობენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისთან ერთად ეკონომიკური კრიზისიც იწყება, რაც მათი თქმით, პირველ რიგში, ხალხზე აისახება. 

სავარაუდოდ, ეს სწორედ პოლიტიკურ მდგომარეობასთან არის დაკავშირებული ბიუჯეტის მხარდამჭერი თანხების არ ჩამორიცხვა, იმიტომ, რომ თუნდაც ამ თანხაში არის 150 მლნ ლარის გერმანიის მთავრობის დაფინანსება. ასევე, ამ თანხაში არის 150 მლნ ლარი საფრანგეთის მთავრობის დაფინანსება, სავარაუდოდ, ესეც შეჩერებულია. 0 ლარის მიღება ეს უკვე ნიშნავს, რომ ეს არის გადაწყვეტილება, რომ ეს თანხა არ ჩამორიცხულიყო. ამ თანხას კიდევ უფრო ფასი დაედება შემოდგომიდან, როცა უფრო დასჭირდება ქვეყანას უცხოური ვალუტის ნაკადები, რომ, ვთქვათ, ლარის კურსის სიმყარე შეინარჩუნოს, - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" უფროსი ანალიტიკოსი ბესიკ ნამჩავაძე. 

ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და ამის მიზეზი სწორედ "ქართული ოცნების" პოლიტიკაა. 

დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად გაუჭირდება საქართველოს მთავრობას საგარეო ვალის აღება. თუ ეს მოახერხა, ეს იქნება უფრო ძვირი რესურსი. არ გამოვრიცხავ, სულ უფრო და უფრო მეტმა საერთაშორისო განვითარების ბანკმა თქვას, რომ მას საქართველოსთან თანამშრომლობა, ერთი, იმიტომ, რომ რეჟიმი არის არასანდო და მეორე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, გადახდის უნარიოანობაც დადგეს უკვე როგორც ფაქტორი. მოკლე საბანი როა, რაღაცას რომ არ ეყოფა, დაახოებით ასეთი სიტუაცია გვაქვს. აქ ვხედავ რისკს, არ მოუწიოს საქართველოს, გაასხვისოს სახელმწიფომ ისეთი სტრატეგიული აქტივები, რომ ამოავსოს ეს ხვრელები, რომლებიც უკვე გროვდება ბიუჯეტში. მნიშვნელოვანი მიზეზი ამ ბინესკლიმატის გაუარესების და დაწყების 23 წლის შუაში, ეს იყო პირველი ინიცირებული რუსული კანონი და მას შემდეგ შეუქცევადი პროცესი ამ ავტოკრატიზმის თუ არა დიქტატურის კონსოლიდარიზმის ქვეყანაში. შესაბამისად, როდესაც დიდ სურათს ვუყურებთ, ბიზნესის მდგომარეობა კვარტლიდან კვარტლამდე უარესდება უკვე 2 წელია და უპირველეს ყოვლისა, სწორედ პოლიტიკური კონტექსტი და  "ქართული ოცნების" მიერ გატარებული პოლიტიკა არის ამის მთავარი მიზეზი, - ამბოლბს გიორგი ხიშტოვანი. 

ეკონომისტები "ქართულ ოცნებას" აფრთხილებენ, რომ ეკონომიური კრიზისიდან გამოსვლა, რომელშიც ქვეყანა ნელ-ნელა ყველა სექტორის განხრით შედის, ძალიან რთული იქნება.  

მსგავსი სიახლეები