ხმაური ნიკა კაციას პროცესზე - რა ჩვენება მისცა მოწმე გამომძიებელმა სასამართლოს
ხმაური ნიკა კაციას პროცესზე - სინდისის პატიმრის სასამართლოზე მისულმა მოწმე გამომძიებელმა, რომელმაც პატაკი შეადგინა და მიუთითა, რომ კაციას სახლში ჩხრეკა ჩატარდა, დღეს სხდომაზე ამტკიებდა, რომ ბრალდებულის სახლში საერთოდ არ შესულა და ჩხრეკა არ ჩაუტარებია.
- გამოძიება ნიკა კაციას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავება
გამომძიებელ ემილ კუპრავას სხდომაზე კითხვებს უსვამდა ნიკა კაციაც, რა დროსაც პოლციელი გაღიზიანდა და პატიმარს ყვირილი დაუწყო. მხარეების გასაჩუმებლად საქმეში მოსამართლე თამარ მჭედლიშვილიც ყვირილით ჩაერთო, რის შემდეგაც პროცესზე ხმაური ატყდა.
პოლიციელი დღეს ირწმუნებოდა, რომ ნიკა კაციას სახლში ჩხრეკის ჩასატარებლად მართლა მივიდა, თუმცა გასაღები დაუზიანდა, რის შემდეგაც სახლში შესვლა გადაიფიქრა.
მოწმე პოლციელი: იქ რომ გასაღები გატყდებოდა და ბინაში შესვლა ვერ მოხერხდებოდა, ეს საერთოდ არ ყოფილა მიღებული მხედველობაში. ეს მოხდა ისე, შემთხვევით. შეიძლებოდა თქვენც გაგტეხვოდათ ის გასაღები.
მოწმე პოლციელი: დავაკაკუნეთ, ქალბატონმა გვიპასუხა. სცადეს გაღება კარის, კარი ვერ გაიღო ვერ. სავარაუდოდ, გასაღები ჩატყდა. ვერ მოხერხდა ვერანაირად შევლა და წამოვედით უკან. სამაშველო სამსახურის გამოძახება არ იქნებოდა პრობლემა სახლში რომ ვინმე ყოფილიყო. ჩვენი მიზანი იყო მტკიცებულებების ამოღება და იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი შიგნით ბრძანდება, ის გაანადგურებდა ამ მტკიცებულებას და აზრს დაკარგავდა გადაუდებელი აუცილებლობის ჩატარება. არ გამოგვიძახია სამაშველო სამსახური, აზრი არ ჰქონდა, განადგურებული იქნებოდა ნივთმტკიცება და არ დავაზიანეთ კარი.
- ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
- აღნიშნული მუხლი 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.