იდენტიფიცირებულია პოლიციელი, ვისი ჩვენების საფუძველზეც ზვიად რატიანს 7 წლიანი პატიმრობა ემუქრება

25.06.25 15:40
იდენტიფიცირებულია პოლიციელი, ვისი ჩვენების საფუძველზეც ზვიად რატიანს 7 წლიანი პატიმრობა ემუქრება

იდენტიფიცირებულია პოლიციელი, ვისი ჩვენების საფუძველზეც ზვიად რატიანს 7 წლიანი პატიმრობა ემუქრება. დიდუბე-ჩუღურეთის საპატრულო პოლიციის შეფი, თემურ მეშველაშვილი ის პოლიციელია, რომელიც პოეტს თვადსხმაში ადანაშაულებს. კადრების გაშიფვრის შედეგად დგინდება, რომ სწორედ მეშველიშვილი აკავებს პოეტს და მიჰყავს რატიანი დაკავების მანქანაში. 

რაც შეეხება ჩვენებას, პოლიციის მაღალჩინოსანი ჩვენებაში წერს, რომ რუსთაველის გამზირზე პოეტმა მას ხელი გაარტყა, რის შემდეგაც ძლიერი ტკივილი განიცადა.

ამ სავარაუდო დანაშაულისთვის ბრალის დადგენილება პოეტს ცოტა ხნის წინ დიღმის იზოლატორში გააცნეს. საქმის მასალები დაცვის მხარეს უკვე გადაეცა, ახლა ბრალდების მხარემ უნდა მიმართოს სასამართლოს, რის შემდეგაც ჩაინიშნება წინასასამართლო სხდომა, სადაც ზვიად რატიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებენ. 

მეშველაშვილის გამოკითხვის ოქმთან ერთად, მისი ორი მოადგილის გამოკითხვის ოქმია, სხვა მტკიცებულებებს ჯერჯერობით არ გავცნობივართ. დღესვე ველოდებით აღკვეთის ღონისძიების ჩანიშვნის თარიღს, სავარაუდოდ, პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს, ჩვენ ვაპირებთ გირაოს შუამდგომლობა დავაყენოთ. ბრალის დადგენილებაში მითითებულია, რომ თითქოს ზვიად რატიანმა პოლიციელს სახეში ხელი გაარტყა", - აცხადებს ავდოკატი. 

რატიანი 23 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს დააკავეს.


 

მსგავსი სიახლეები