ცვლილებები ნეგატიურად აისახება მართლმსაჯულების მუშაობის გამჭვირვალობაზე - ომბუდსმენის წარმომადგენელი სასამართლოში მედიის შემზღუდავ კანონპროექტზე

სასამართლოში მედიის შეზღუდვაზე კანონპროექტს ომბუდსმენის წარმომადგენელი უარყოფითად უყურებს. ამის შესახებ მან იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც აღნიშნულ კანონპროექტს განიხილავენ.
სახალხო დამცველის წარმოამდგენელმა პირდაპირ თქვა, რომ ცვლილებები მართლმსაჯულების მუშაობის გამჭვირვალობაზე ნეგატიურად აისახება. მისი თქმით, გასათვალისწინებელია, რომ მედიის უკან დგანან ადამიანები, რომლებსაც აქვთ უფლება, ინფორმაცია მიიღონ.
ჩვენ ვთვლით, რომ ეს ცვლილებები ნეგატიურად აისახება მართლმსაჯულების მუშაობის გამჭვირვალობის ხარისხზე. როცა ჩვენ მედიაზე ვსაუბრობთ და მედიის საქმიანობის შეზღუდვაზე თუ გართულებაზე თუ ბარიერების შექმნაზე, ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ მედიის უკან დგას ყოველთვის საზოგადოება, რომელიც ეცნობა გავრცელებულ ინფორმაციას, - თქვა ომბუდსმენის წარმომადგენელმა.
სასამართლოში მედიის შეზღუდვაზე კანონპროექტს "ოცნება" ისევ ცვლის - დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გაირკვა, რომ მოსამართლის ნაცვლად, სასამართლო პროცესების ფოტო/ ვიდეო გადაღებაზე გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს.