"სოლიდარობა ქართულ ოპოზიციას" - მოლდოვას ლიბერალურმა პარტიამ საქართველოს საელჩოსთან აქცია გამართა
მოლდოვას ლიბერალურმა პარტიამ CBU-მ პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლების მოთხოვნით საქართველოს საელჩოსთან აქცია გამართა. პარტიის წევრებმა ადგილზე საპროტესტო ბანერები გაშალეს, რომელზეც "სოლიდარობა ქართულ ოპოზიციას" ეწერა.
შეგახსენებთ, რომ წულუკიანის კომისიაზე გაომუცხადებლობის გამო 7 თვიანი პატირობა მიესაჯა კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს ზურა ჯაფარიძეს. ამავე ბრალდებით 8-8 თვიან პატიმრობაში გაუშვეს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. 7 თვიანი პატიმრობა შეუფარდეს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს.