ზვიად რატიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

25.06.25 18:38
ზვიად რატიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

პოეტ ზვიად რატიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ზვიად რატიანი პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს, 23 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები