გავრცელებული ინფორმაციით, ლაგოდეხში კაცი მოკლეს
გავრცელებული ინფორმაციით, ლაგოდეხში კაცი მოკლეს - არსებული ცნობების თანახმად, კაცი საკუთარი ხორცის მაღაზიაში იმყოფებოდა, რა დროსაც უცნობმა პირმა მისი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
გავრცელებული ცნობებით, შემთხვევა სოფელ კაბალში, პატარა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
განახლება: ფოტოს შემთხვევის ადგილიდან, ჟურნალისტი დავით ჭაბაშვილი ავრცელებს.