მიხეილ სააკაშვილს რუსთავის ციხეში ადვოკატები ხვდებიან

04.10.21 11:32
მიხეილ სააკაშვილს რუსთავის ციხეში ადვოკატები ხვდებიან

საქართველოს მესამე პრეზიდენტს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატები ხვდებიან. ისინი მიხეილ სააკაშვილის პოზიციას დღეს პირველად მოისმენენ, რის შემდეგაც დაცვის სტრატეგიაზე შეთანხმდებიან.

როგორც დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, სასჯელაღსრულების დაწესებულებამ უფლებადამცველებს არასამუშაო საათების გამო სააკაშვილთან შესვლის უფლება აქამდე არ მისცა.

სამწუხაროდ, სასჯელაღსრულების დაწესებულებამ არ მოგვცა შესაძლებლობა ამ დრომდე მოგვენახულებინა მიხეილ სააკაშილი. ეს არ იყო სტანდარტული შემთხვევა, სადაც სამუშაო საათების არარსებობის გამო უნდა ეთქვათ უარი პრეზიდენტ სააკაშვილის მონახულებაზე. ის დაკავებული იქნა სწორედ არასამუშაო საათებში და მისი დაცვის უფლება დაირღვა იმით, რომ არ მოგვეცა მასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა", - განაცხადა ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა.