"რუსთავი 2-ის" შენობასთან აქცია მიმდინარეობს

25.06.25 22:27
"რუსთავი 2-ის" შენობასთან აქცია მიმდინარეობს

"რუსთავი 2-ის" მიმდებარე ტერიტორიაზე მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, მისი მეგობრები და აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ.

მოქალაქეების თქმით, ბოლო პერიოდში "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან, "რუსთავი 2-ის" ეთერიდან, მზია ამაღლობელის მიმართ გაჟღერდა არაერთი დეზინფორმაცია. 

შესაბამისად მათი მთავარი მოთხოვნაა გადაცემაში მიიწვიონ დაკავებული ჟურნალისტის ადვოკატი მაია მწარიაშვილი, რომელიც გააბათილებს ცრუ ბრალდებებს. 

მსგავსი სიახლეები