აფეთქება კაბალში - მიზეზად ბიზნესდავა სახელდება
"ტვ პირველის" ინფორმაციით, კაბალში, ბიზნესმენ იმზარ მამედოვის აფეთქების მცდელობა ბიზნესწილების ირგვლივ არსებულ დავას უკავშირდება.
საუბარია 14 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, რომლის შეძენით ორი ადგილობრივი ბიზნესმენი იყო დაინტერესებული. საბოლოოდ, მიწას იმზარ მამედოვის შუამავლობით ერთ-ერთი ბიზნესმენი დაეუფლა, რამაც სავარაუდოდ მეორე ბიზნესმენის განაწყენება გამოიწვია.
სოფელში ამბობენ, რომ მამედოვის ეზოში ხელყუმბარა, სწორედ განაწყენებული ბიზნესმენის გარემოცვამ შეაგდო.
შემთხვევა ლაგოდეხში გამთენიისას მოხდა.ადგილობრივი ბიზნესმენის საცხივრებელ სახლში ორი ხელყუმბარა შეაგდეს, ერთ-ერთი ამოქმედდა. აფეთქების შედეგად დაზიანდა ეზოში მდგარი ავტომანქანა.