საქსტატის აღწერის სადაო შედეგი - ექსპერტები მანიპულაციაზე საუბრობენ
საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახური 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს. აღნიშნული მონაცემებით საქართველოს მოსახლეობა 3 914 000-ს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ ბოლო 10 წელში მოსახლეობა 200 000-ით გაიზარდა.
ეკონომისტები ფიქრობენ, რომ აღნიშნული აღწერა რეალურ სურათს არ იძლევა. მათი თქმით, ვინაიდან ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყნიდან დაახლოებით 250 000 ადამიანი ემიგრაციაში წავიდა და არც შობადობა გაზრდილა, საეჭვოა, რამ გამოიწვია მოსახლეობის მატება.
- არსებობს ვარაუდი, რომ საერთაშორისო პრაქტიკის გამართლებით, აღწერაში მოსახლეობის რაოდენობაში არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, არამედ ქვეყნის ტერიტორიაზე დროებით მცხოვრები უცხოელებიც მიაღვალეს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ხანია იმყოფებიან საქართველოში და აქვთ თუ არა მოქალაქეობა.
ეკონომისტების განმარტებით, აღნიშნული ფაქტი მანიპულაციის ერთ-ერთი ნაწილია, რადგან 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაა და მათ არ აქვთ სურვილი ეჩვენებინათ, რომ მოსახლეობა იკლებს და მოქალაქეები ემიგრაციაში მიდიან.
ამასთან, აღწერის წინასწარი შედეგების მიხედვით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, 2 423 ათასი კაცი (62%) ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში, ხოლო 1 491 ათასი კაცი (38%) - სოფლად.