ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა

04.10.21 12:32
ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსით 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა. კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე ამბობს, რომ პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში კოვიდის დადასტურებიდან მეექვსე დღეს შეიყვანეს. 

ჩხაიძის თქმით, მოზარდის ანამნეზი  თანმხლები დაავადებებისთ იყო დატვირთული. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. 

27 რიცხვიდან იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე და 2 რიცხვში დადგა სიკვიდილი. აღენიშნებოდა თანხლები ბაქტერიული ინფექცია, ჰქონდ ათანხლები დაავადებები. თანდაყოლილი ქრომოსომული პათოლოგია, გულის კომბინირებული მანკი, წონის მკვეთრი დეფიციტი იყო", - აცხადებს ციციშვილის კლინიკის დირექტორი, მაია ჩხაიძე. 

კლინიკაში, ამჟამად 80-მდე ბავშვი წევს.

რეანიმაციაში ამჟამად 19 ბავშვია მოთავსებული, მათგან ერთ-ერთი, 2.5 თვის პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.