ცომაია პატრიოტი, პატიოსანი ადამიანია, რომელმაც დევნილი პრეზიდენტი შეიფარა - ადვოკატი

04.10.21 14:48
ცომაია პატრიოტი, პატიოსანი ადამიანია, რომელმაც დევნილი პრეზიდენტი შეიფარა - ადვოკატი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ელგუჯა ცომაიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ეს არის პირი, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს სანზონაში ბინა დაუთმო.

დაცვის მხარე ცომაიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს.

ადვოკატი ბექა ბასილაიას განცხადებით, ცომაია არის პატრიოტი, პატიოსანი ადამიანი, რომელმაც დევნილი მესამე პრეზიდენტი შეიფარა. 

ქართველმა საზოგადოებამ უნდა უზრუნველვყოთ, რომ არ განმეორდეს ის უმძიმესი შეცდომები, რაც 90-იან წლებში დავუშვით. ელგუჯა ცომაიას მიმართ წარდგენილი ბრალი არის აბსურდული, დანაშაულის დაფარვა არ გულისხმობს ძებნილი პირის საკუთარ სახლში შეფარებას. ეს მუხლი არ არსებობს და დასჯადი არ არის. რაც შეეხება საზღვარზე უკანონოდ შემოყვანის საკითხს, პროკურატურის ფანტაზიას და აღვირახსნილი დევნის წარმოების პროცესს შესაძლოა, დასასრული არც ჰქონდეს ღარიბაშვილის დაკვეთით”, - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

მსგავსი სიახლეები