იუსტიციის უმაღლესი საბჭო მედიასთან კონტაქტზე ამ დრომდე არ გადის- მოსამართლე კი პროცესის გახსნის გადაწყვეტილებას ვერ იღებს

30.06.25 13:24
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მედიასთან კონტაქტზე ამ დრომდე არ გადის-  მოსამართლე კი პროცესის გახსნის გადაწყვეტილებას ვერ იღებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მედიასთან კონტაქტზე ამ დრომდე არ გადის-სასამართლოში კი ამ წუთებში სინდისის პატიმრების პროცესი მიმდინარეობს.

დაკავებულებმა და მათი ინტერესების დამცველებმა ერთად მოითხოვეს პროცესის გახსნა, თუმცა მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გარეშე, გადაწყვეტილებას ვერ იღებს.

ანდრო ჭიჭინაძემ, მოსამართლე გალუსტაშვილს ყველა პატიმრის სახელით მიმართა და სთხოვა, სასამართლო დარბაზში შესულიყო ოპერატორი, რათა მისი გაშუქება მომხდარიყო.

მოვითხოვთ, რომ შემოვიდეს ოპოერატორი და მინდა გთხოვოთ, თქვენც რომ ჩადოთ ძალისხმევა ყველანაირი ამ საქმეში. მნიშვნელოვანია, სწორო ინფორმაცია მივიდეს ადამიანებამდე. ამ კანონზეც ვიტყვი, პროპაგანდისტულად არ გამოუვიდათ ის რაც უნდოდათ. რომ გამოსვლოდათ, რასაც ჩვენ გვაბრალებდნენ, რაც უნდოდათ გამოსვლოდათ ამას ვერ მიიღებდნენ. ვერ შეძლეს და ამიტომ უნდათ ინფორმაცია გააქრონ,-თქვა მან.

ადვოკატებმა ასევე ჰკითხეს მოსამართლეს, თუ ვინ იყო უფლებამოსილი პირი, ვისთანაც ინფორამციის გადამოწმებას  შეძლებდნენ, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს.

დამკვირვებელმა, რომელიც სხდომას ესწრებოდა, “პირველებს“ უთხრა, რომ საბჭოს ვერ უკავშირდებიან, საკომუნიკაციო საშუალებები უგულებელყოფილია და ამან გამოიწვია ის, რომ “შიგნით სრული დაბნეულობაა.“

კომუნიკაცია, რომელიც უნდა დადგეს იუსტიციის საბჭოსა და მოსამართლეს შორის, დაესწროს თუ არა კონკრეტული მედიასაშუალება პროცესზე, ამის რეალურად წარმომადგენელი არ ჰყავთ განსაზღვრული, ამან გამოიწვია ის, რომ სრული დაბნეულობაა. ადვოკატებმა არაერთი შუამდგომლობა დააყენეს ამასთან დაკავშირებით, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მედია დაესწროს, რადგან საბჭოს ვერ უკავშირდებიან, საკომუნიკაციო საშუალებები უგულებელყოფილია, როგორც ჩანს. მოსამართლემ განაცხადა, რომ თუ იქნება პასუხი, ამაზე შემატყობინებენ და ვიმოქმედებ შესაბამისადო, -ამბობს დამკვირვებელი.

დღესვე ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი უნდა გამოცხადდეს, მაგრამ ჟურნალისტები ვერც ამ სხდომის გადაღებას მოახერხებენ. 

27 ივნისს ძალაში შევიდა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილება, რომლის მიხედვითაც, სასამართლოში მედიის მუშაობა მნიშვნელოვნად იზღუდება. სასამართლო სხდომების გადაღების უფლება აქვს სასამართლოს ან უფლებამოსილ პირს.

ცვლილების მიხედვით, ყოველი კონკრეტული პროცესის წინ მედიის სხდომაზე დაშვების ნებართვას იუსტიციის საბჭო გასცემს.

დღეს შეზღუდვა ამოქმედდა და მედიის წარმომადგენლებს კამერებით სასამართლოში შესვა აეკრძალათ, თუმცა ამ დრომდე ბუნდოვანია, ვინ, როდის ან რა ფორმით გასცემს ნებართვებს უფლებამოსილი პირის მიერ სასამართლო პროცესების გადაღების შესახებ.

მსგავსი სიახლეები