სასამართლო მეორე დღეა მედიისგან ჩარაზულია - მურუსიძე კითხვებს გაურბის

01.07.25 20:10
სასამართლო მეორე დღეა მედიისგან ჩარაზულია - მურუსიძე კითხვებს გაურბის

კორუფციის ბრალდებით ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ლევან მურისიძეს "პირველებმა" ძეგვში მიაკვლია. კაცი, რომელიც მეორე დღეა მედიას ემალება, ისევ დუმილს ირჩევს. ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია. "ქართული ოცნების" დამტკიცებული ახალი კანონის თანხმად, სწორედ საბჭომ უნდა მისცეს ჟურნალისტებს უფლება, სასამართლი პროცესები გადაიღონ, თუმცა ეს ნებართვები ამ დრომდე არ გაცემულა. 

დღეს ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამრთლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 8 თვით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ჩვენ ეს პროცესი ვერ გადავიღეთ. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ვიიდეოგადაღების ნებართვისთვის გუშინ მივმართეთ. პასუხი რომ დამატებით ხელმოწერიულ დოკუმენტს ითხოვდნენ, 17:00 საათზე მოგვივიდა, როდესაც გვარამიას განაჩენის გამოცხადება დიდი ხსნის დასრულებული იყო. 

კამერებისთის დახურულ სასამათლოში იმსჯელეს დღეს სინდისის პატიმრის არჩილ მუსელიანცის საქმეზეც. სახელწიფო მბრალდებელმა დღეს მოსამართლე გიორგი არევაძეს დასკვნითი სიტყვა უთხრა და ნივთიერი მტკიცებულებები გამოიკვლია, ანუ სხდომაზე ჰქონდა მოტანილი დამწვარი კაბელები. 28 წლის თავისუფლებისთვის მებრძოლის 6 წლამდე ციხეში გაშვებას პროკურატურა პარლამენტთან დამონტაჟებული კამერის დაზიანების გამო აპირებს.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები