ვანო ნადირაძე სამხედრო პატივის გარეშე დაკრძალეს - მებრძოლების თქმით, პანაშვიდზე მოქალაქეებს სუსი უთვალთვალებდა

01.07.25 20:38
ვანო ნადირაძე სამხედრო პატივის გარეშე დაკრძალეს - მებრძოლების თქმით, პანაშვიდზე მოქალაქეებს სუსი უთვალთვალებდა

ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე სამხედრო პატივის გარეშე დაკრძალეს. უკანასკნელ გზაზე ის მეგობრებმა გააცილეს. ისინი ფიქრობენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ნადირაძე "ქართულმა ოცნებამ" სამაგალითოდ დასაჯა. 

დღეს ცნობილი ხდება, რომ ვანო ნადირაძე პანაშვიდზე მისულ მოქალაქეებს სუსი ფარულად უთვალთვალებდა და ფოტოებს უღებდა. ეს ინფორმაცია თავდაპირველად უკრანაიში მერბძოლმა ქართველმა ჯარისკაცებმა გაავრცელეს, შემდეგ კი "პირველებს" ადგილზე მყოფებმა დაუდასტურეს. 

"ქართული ოცნების" მთავრობიდან და "ქართული ოცნების" პარლამენტიდან საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი ჯარისკაცის, უკრაინის ეროვნული გმირის პანაშვილზე არავინ მისულა. ვანო ნადირაძის ხსოვნას პატივი მხოლოდ საქართველოს ლიგიტიმურმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ მიაგო.  

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები