უწყვეტი პროტესტის 216-ე დღე-რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

01.07.25 22:14
უწყვეტი პროტესტის 216-ე დღე-რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

უწყვეტი პროტესტის 216-ე დღე-რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.

დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული პირები.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციას მსვლელობით შეუერთდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე აქციის მონაწილეები.