წინააღმდეგობა, რომელიც დაიწყო ქუჩაში, უნდა გაგრძელდეს ქუჩაში-ნინო კალანდია

01.07.25 22:39
წინააღმდეგობა, რომელიც დაიწყო ქუჩაში, უნდა გაგრძელდეს ქუჩაში-ნინო კალანდია

სამოქალაქო აქტივისტი ნინო კალანდია მიიჩნევს, რომ დღევანდელი სიტუაციიდან გამოსავალი, მხოლოდ ის წინააღმდეგობა, რომელიც 28 ნოემბერს ქუჩაში დაიწყო და ამბობს, რომ  ის აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, თუმცა ამ პროცესში პოლიტკოსების მონაწილეობა აუცილებელასაც ხედავს.

როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, წინააღმდეგობაში სწორედ ის პოლიტიკოსები უნდა ჩაერთვნენ, რომლებიც პროტესტის მონაწილეებმა ოქტომბრის არჩევნებში აირჩიეს.

მთავარი, რაც ჩვენი გასაკეთებლია, ეს არის წინააღმდეგობა, რომელიც დაიწყო ქუჩაში და უნდა გაგრძელდეს ქუჩაში. როცა 28 ნოემბერს ხალხმა დაიწყო მძლავრი წინააღმდეგობა, ყველა რომ კითხულობდა, ვინ იყო ორგანიზატორი და სინმადვილეში, ორგანიზატორი კობახიძე რომ იყო, ამასაც რომ ვერ მიხვდნენ და ის, რომ ხალხმა დაიწყო ეს პროტესტი, იმას არ ნიშნავს, რომ ამ პროცესში პოლიტიკოსები არ იყვნენ. ისინიც აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართულები, რადგან სადღაც აუცილებლად მივალთ ჩიხამდე. ვალდებულებიც არიან პოლიტიკოსები, რომ  იყვნენ ჩართულები. ეს წინააღმდეგობა უნდა იყოს მძლავრი, რომელშიც ჩართულები უნდა იყვნენ მოქალაქეები და ის პოლიტიკოსები, რომლებსაც მათ ხმა მისცეს,- განაცხადა კალანდიამ.