ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე იმ პირის ვინაობა, რომელიც თანამშრომლობს გამოძიებასთან, შესაძლოა დაიფაროს

02.07.25 10:56
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე იმ პირის ვინაობა, რომელიც თანამშრომლობს გამოძიებასთან, შესაძლოა დაიფაროს

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შედის ცვლილება, რომლის თანახმად, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე იმ პირის ვინაობა, რომელიც თანამშრომლობს გამოძიებასთან, შესაძლოა დაიფაროს.

  •  ანონპროექტი 1-ელ ივლისს პირველი მოსმენით მიიღეს.

კანონპროექტის თანახმად, პირის გამოკითხვა შესაძლებელი იქნება დისტანციურად, მისი ვინაობა მხოლოდ სასამართლოს და ბრალდების მხარეს ეცოდინება, პირის ვინაობა არ იქნება მითითებული გამოკითხვის ოქმში.

"ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირი, რომელიც თანამშრომლობს გამოძიების ორგანოსთან და რომლის ვინაობა პროკურორის გადაწყვეტილებით დაფარულია, მოწმედ დაიკითხება დისტანციურად, იმგვარად რომ დაცული იყოს დაცვის მხარის მიერ მისი იდენტიფიცირების ან/და ამოცნობის შესაძლებლობა". - წერია გამარტებით ბარათში.

იურისტები, რომლებიც კანონპროექტს გაეცნენ, ამბობენ, რომ ამ პირის ვინაობის დაფარვა შესაძლებელი იქნება გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით. 

"ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირი, რომელიც თანამშრომლობს გამოძიების ორგანოსთან და რომლის ვინაობა პროკურორის გადაწყვეტილებით დაფარულია, მოწმედ დაიკითხება დისტანციურად, იმგვარად რომ დაცული იყოს დაცვის მხარის მიერ მისი იდენტიფიცირების ან/და ამოცნობის შესაძლებლობა" - წერია კანონპროექტში.

იურისტ გოგა ხატიაშვილის შეფასებით, ყველა მასალაში, საპროცესო დოკუმენტში ამ პირის ვინაობა იქნება დაფარული.

მისივე თქმით, სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხული იქნება მისი ვინაობის იდენტიფიცირება ან/და ამოცნობა.

გამოკითხვის ოქმში არ მიეთითება ამ პირის ვინაობა და მაიდენტიფიცირებელი მონაცემები.
დაცვის მხარეს მტკიცებულებები გადაეცემა იმ ფორმით, რომ შეუძლებელი იქნება ამ პირის ამოცნობა.  ეს პირი მოწმედ დაიკითხება დისტანციურად ისე, რომ დაცვის მხარეს არ ექნება მისი იდენტიფიცირების ან/და ამოცნობის შესაძლებლობა.

იდენტიფიცირების შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უვადოდ.

ფაქტობრივად, სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება დაეყრდნოს ისეთ მტკიცებულებას, რომელიც დაცვის მხარეს არ გამოუკვლევია სათანადოდ და არ იცის ასეთი მოწმის ვინაობა, რაც არღვევს მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპს.

როგორც განმარტებით ბარათშია მითითებული, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში ჩართული პირის ვინაობის გასაჯაროების შეზღუდვა მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზანს ემსახურება, თუმცა გაუგებარია, როდესაც არსებობს დაცვის სპეციალური ღონისძიებები, რატომ არ იქნება საკმარისი მათი გამოყენება პროცესის მონაწილის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად"- წერს იურისტი. 

მსგავსი სიახლეები