პოლიციაში მივედი მე-9 ჯარიმის გასასაჩივრებლად და შემთხვევით გავიგე, 34 ჯარიმა მქონია - პაატა ბურჭულაძე

02.07.25 13:58
პოლიციაში მივედი მე-9 ჯარიმის გასასაჩივრებლად და შემთხვევით გავიგე, 34 ჯარიმა მქონია - პაატა ბურჭულაძე

მსოფლიო ბანი და პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე, პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პოლიციაში შსს-ის მიერ  მე-9 ჯარიმის გასასაჩივრებლად იურისტთან ერთად მივიდა, სადაც მისი თქმით, შემთხვევით გაიგო, რომ ჯამში 34 ჯარიმაა მის სახელზე გამოწერილი:

"დღეს მე და ნიკა სიმონიშვილი მოვედით მე-9 ჯარიმის გასასაჩივრებად და ჰოი საოცრებავ, 34 ჯარიმა მქონია, რომელიც აქ, პოლიციაში, შემთხვევით გავიგე.

მე რუსთავემლზე ვარ ყოველ საღამოს, ერთ და იმავე დროს,
216 დღე. 216 -34 = 182. ამოცანა გვეკითხება სად არის ეს 182 ჯარიმა?" - წერს პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში

მსგავსი სიახლეები