გასაიდუმლოებული მოწმეები და დახურული სასამართლო - დღე მესამე

გასაიდუმლოებული მოწმეები და დახურული სასამართლო - მესამე დღეა სინდისის პატიმრების სხდომები ტარდება, მაგრამ მისი ამსახველი არცერთი კადრი არ არსებობს. მედია ისევ სასამართლოს ჭიშკართან, პრაქტიკულად შუა ქუჩაში მუშაობს.
რვა პატიმრის საქმის სხდომა დღეს კიდევ ერთმა მოსამართლემ დახურა. თამარ მჭედლიშვილმა ადვოკატების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა და მედიაგადაღება დარბაზში არ დაუშვა. სრული დუმილის რეჟიმშია იუსტიციის საბჭო, სადაც მედიას განცხადება განცხადებაზე შეაქვს, პორცესების გაშუქების ნებართვაზე, თუმცა არცერთი სიტყვა საბჭოდან ამ დრომდე არ მოგვისმენია.
დღეს სხდომაზე ბრალდების მოწმის სტატუსით ექსპერტი ნინო გორაშვილი გამოიკითხა. პროფესიით იურისტმა ექსპერტმა თქვა, რომ მან პაბიტოსკოპიური ექსპერტიზა ჩაატარა, შეისწავლა აქციაზე გადაღებული კადრები და ცხვირის, ტუჩის, შუბლის, ნიკაპისა და ყურების დათვალიერებით ბრალდებულები ამოიცნო.
სახელმწიფო ბრალდების მოწმეს დღეს ვერ დამალა, რომ კადრები, რომლებიც მას გამოძიებამ ექსერტიზისთვის მიუტანა დამონტაჟებულია. არცერთ კადრზე არ არის დატანილი თარიღი რომელ თვესა და რომელ რიცხვშია გადაღებული.
8 სინდისიის პატიმრის საქმეზე დღეს 7 ვიდეო ჩანაწერი გამოიკვლიეს - დეტალურად დრავნდელი პროცესის შესახებ ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.