თბილისში მეზობელმა მეზობელი მოკლა

02.07.25 20:51
თბილისში მეზობელმა მეზობელი მოკლა

თბილისში მეზობელმა მეზობელი მოკლა - "პირველების" ინფორმაციით, სისხლიანი ანგარიშსწორება დღეს, რამდენიმე საათის წინ ისანში მოხდა.

როგორც "ტვ პირველს" ადგილობრივები ეუბნებიან, მკვლელობას წინ მეზობლებს შორის შელაპარაკება უძღოდა.

"პარკინგის გამო დაიწყო ჩხუბი და ბოლოს ასე ტრაგიკულად დასრულდა", - ეუბნება "პირველებს" ადგილობრივი. 

ადგილზე ამ წუთებშიც პოლიციაა მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დანაშაულის ადგილი პოლიციას ყვითელი ლენტებით აქვს შემოსაზღვრული. 

მსგავსი სიახლეები