მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 19 წლის საბა ჯიქიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადადო

03.07.25 12:17
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 19 წლის საბა ჯიქიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადადო

სასამართლომ, სინდისის პატიმარს, 19 წლის საბა ჯიქიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადადო - გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო. 

საბა ჯიქიას საქმეზე საბოლოო სხდომა 10 ივლისს ჩაინიშნა. 

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. როგორც ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა განაცხადა, მოსამართლეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის არანაირი საფუძველი არ აქვს.

"თუ 10 ივლის გამოცხადდება გამამტყუნებელი განაჩენი, ეს იქნება თეთრი ფურცლების საფუძველზე მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი“, - ამბობს ადვოკატი.

პროკურორმა წერილობითი მტკიცებულებები არ გამოიკვლია და დისკის მომპოვებელი პირი სხდომაზე არ დაკითხა. რეალურად, ჩვენ ვნახეთ ის, რომ პროკურატურამ შემოიტანა თეთრი ფურცლები და სასაამრთლოს ეუბენაბ, რომ აღნიშნულზე გამოიტანე განაჩენიო. პროკურორის რეპლიკაც ზუსტად ეს იყო, როდესაც აღნიშნულზე პასუხი არ ჰქონდა, რადგან არ დაიკითხა ის პირები, რომლებმაც ეს დოკუმენტები მოიპოვა.ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ეს მტკიცებულება არ არის მტკიცებულება და არის დაუშვებელი. 

ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტიტაზე დანიშნული დისკის წარმომავლობა ვერ დასტურდება, შესაბამისად, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის რელევანტურობა არ არის. 
რეალურად, საბა ჯიქიას საქმეზე გამოირკვა ის, რომ 10 ივლისს თუ პროცესზე გამოგვიცხადებს განაჩენს და იქნება გამამტყუნებელი, ეს იქნება თეთრი ფურცლების საფუძველზე მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი“, - თქვა საბა ჯიქიას ადვოკატმა, გუჯა ავსაჯანიშვილმა.", - განაცხადა ადვოკატმა. 

სასამართლოში ამოქმედებული შეზღუდვების გამო, დღეს საბრალდებო სკამზე მჯდომი შვილისთვის ფოტოს გადაღების გამო, მისი დედა ლამის სხდომათა დარბაზიდან გააძევეს, რასაც დარბაზში პროტესტი მოყვა.

საბა ჯიქიას გომელაურის პოლიციამ 5 დეკემბერს დააკავა. 2006 წელს დაბახსდებულ ახალგაზრდას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ფოტო: არქივიდან

მსგავსი სიახლეები