ხევის ადიდების გამო, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის გარკვეული მონაკვეთი დაიკეტა

03.07.25 12:59
ხევის ადიდების გამო, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის გარკვეული მონაკვეთი დაიკეტა

ხევის ადიდების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ10-კმ72 მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა - ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდის ინტენსიური სამუშაოები. 

განცხადების თანახმად, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ1-კმ9 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მსგავსი სიახლეები