სამოქალაქო აქტივისტი ქალი, პოლიციას სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს
სამოქალაქო აქტივისტი ქალი პოლიციას სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს - ნათია გაბრავა ირწმუნება, რომ სინდისის პატიმრის, მათე დევიძის მხარდამჭერ აქციაზე სამართალდამცველმა ტროტუარზე ძალით გადაყვანის დროს ის სექსუალურად შეავიწროვა.
როგორც გაბრავა "პირველებთან" ამბობს, ამის შემდეგ ის სხვა პოლიციელებისგან ითხოვდა სავარაუდო კანონდარღვევაში მხილებული სამართალდამცველის ვინაობის გაგებას, პირადად შსს-ს მაღალჩინოსანთან ლაშა სალუქვაძესთანაც მივიდა, თუმცა უშედეგოდ.
"ყველამ ზურგი შემომაქცია და ის პოლიციელი ადგილიდან განარიდეს" - აცხადებს სამოქალაქო ატივისტი.
ახალგაზრდა ქალის თქმით, ამის შემდეგ არა თუ პოლიციელი დასაჯეს, არამედ გელაძის უწყებაში მომუშავე პოლიციელებმა ქალს სიტყვიერი შეურაცხყოფისთის სასამართლოში უჩივლეს და მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ის ხუთი ათასი ლარით დააჯარიმა.
12 ივნისს, მათე დევიძის უსამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, ხალმა გადავწვიტეთ, რომ ჩაგვენიშნა სიმბოლური აქცია იმ ლოკაციაზე, სადაც მათე დააკავეს. დაახლოებით, დილის 5 საათზე, შეხლა-შემოხლა დაიწყო პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის და იმ მომენტში, როცა ტროტუარზე გადავყავდით ძალით, ერთ-ერთმა პოლიციელმა სექსუალურად შემავიწროვა. როგორც კი ტროტუარზე გადავედი, ძალიან მშვიდად მოვითხოვე, რომ იმ კონკრეტული პოლიციელის სახელი და გვარი ეთქვათ. დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა ეს ამბავი. მე მშვიდად ვითხოვდი პოლიციელის სახელს და გვარს და ისინი არ მეუბნებოდნენ. რაღაც მომენტში, ეს პოლიციელი საერთოდ გაარიდეს ტერიტორიას, შემდეგ უშუალოდ ლაშა სალუქვაძე დავინახე და ვუთხარი - "მითხარი შენი თანამშრომლის სახელი და გვარითქო", რაზეც ყველა პოლიციელი დემონსტრაციულად შემობრუნდა და ზურგი შემომაქცია. ამას მოჰყვა ჩემი გაბრაზება, მივაყენე სიტყვიერი შეურაცხყოფა, ამას არ უარვყოფ. უბრალოდ, მგონია, რომ მოქალაქე, რომელსაც წესით უნდა იცავდე და შენგან ძალადობის მსხვერპლი ხდება, მინიმუმ სახელის და გვარის ცოდნას მაინც ვიმსახურებდი.
ზუსატდ 13 რიცხვში დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემს საქმეზე ჩანიშნული იყო პროცესი და ბატონი მანუჩარ ცაცუა მელოდებოდა სასამართლოში და 30 რიცხვში მოსამართლე მანუჩარმა 5000 ლარიანი ჯარიმა შემიფარდა", - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა.
ნათია გაბრავას თქმით, მას სამართალდამცავი უწყებებისთვის არ მიუმართავს - როგორც სამოქალაქო აქტივისტი "პირველებთან" ამბობს, მას შემდეგ, რაც ადგილზე პოლიციელების მხრიდან ცინიკური დამოკიდებულება ნახა და მოსამართლე მანუჩარ ცაცუამაც არ მოუსმინა, აღარ ჰქონდა იმის იმედი, რომ რომელი უწყება აღნიშნულ ფაქტს გამოიძიებდა.