ჭიათურაში პროტესტი გრძელდება - შიმშილობის მე-15 დღეს, ერთ-ერთი მოშიმშილე მაღაროელი შეუძლოდ გახდა

03.07.25 14:32
ჭიათურაში პროტესტი გრძელდება - შიმშილობის მე-15 დღეს, ერთ-ერთი მოშიმშილე მაღაროელი შეუძლოდ გახდა

ჭიათურაში პროტესტი გრძელდება - შიმშილობის მე-15 დღეს მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე შეუძლოდ გახდა.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მოშიმშილე მაღაროელი  უარს აცხადებს საკუთარი ჯანმრთელობის მონიტორინგზე.

ტარიელ მიქაცაძე გუშინდლის შემდეგ მშრალ შიმშილობაზეა.

გაფიცულები ამ დრომდე ითხოვენ ციხიდან მათი 4 თანამებრძოლის გათავისუფლებას, რომელთა პატიმრობაც მათივე შეფასებით უკანონოა. 

დავიწყე შიმშილობა და ამოვიკერე პირი ჩვენი თანამებრძოლების, 4 დაკავებულის, ჩვენი მეგობრების, ჩვენი თანამოქალაქეების გამო. 

იმის გამო, რომ ადამიანი ითხოვდე უკეთეს სამუშაო პირობებს და ამის გამო ჯერ ყურადღებას არავინ გაქცევდეს, მერე გიჭერდეს და ესე გექნცეოდნენ, ასეთი რამ არ მინახავს. 

სანამ, მართლა ასე რომ ვთქვათ, პირში სული მედგმება ჩემი ხელით არც სასწრაფოს გამოვუძახებ და სანამ გონებაზე ვარ ბოლომდე ვიქნები ასე," - განაცხადა ერთ-ერთმა მოშიმშილემ. 

დღეს პროტესტის 125-ე და შიმშილობის მე-15 დღეა. გაფიცული მაღაროელები უკვე დღეებია ითხოვენ ჯორჯიან მანგანეზის ჭიათურიდან გასვლა. 

მათი მთავარი მოთხოვნა დაკავებული 4 მაღაროელის: მერაბ სარალიძის, არჩილ ჭუმბურიძის, გიორგი ნეფარიძისა და თენგიზ გველესიანის გათავისუფლებაა. მოშიმშილეთა შორისაა დაკავებული მერაბ სარალიძეც.

ამჟამად შიმშილობს 7 ადამიანი: ტარიელ მიქაცაძე , სიმონ მიქაცაძე ჯანო ლაბაძე , მერაბი სარალიძე (ციხეში). 

ხოლო  სამ მათგანს: მირზა ლოლაძეს, გოგა აბესაძეს, შავლეგი გოგსაძეს პირი აქვს ამოკერილი.

მსგავსი სიახლეები