გზების დეპარტამენტი: სოფელ გიორგიწმინდასთან ჩამოსულია მიწის მასა, იზღუდება მოძრაობა

03.07.25 14:18
გზების დეპარტამენტი: სოფელ გიორგიწმინდასთან ჩამოსულია მიწის მასა, იზღუდება მოძრაობა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფ. გიორგიწმინდა), ჩამოსულია მიწის მასა, რის გამოც დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა- ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება გზის წმენდის სამუშაოები.

მსგავსი სიახლეები