გიორგი მინდაძე განაჩენის მოლოდინში - სინდისის პატიმრის გზავნილი მედიას

გიორგი მინდაძე მოსამართლის საბოლოო განაჩენის მოლოდინში - დღეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სინდისის პატიმრის საქმეზე ვერდიქტი უნდა გამოიტანოს. სხდომა ზუსტად 15:00 საათზეა ჩანიშნული საქალაქო სასამართლოში.
სასამართლოში უკვე იმყოფებიან 21 წლისს პატიმრის ახლობლები და ოჯახის წევრები. იქ იმყოფება გიორგი მინდაძის დედაც, (ის დღეს იუბილარია) რომელმაც ჟურნალისტებს შვილის გზავნილი გადასაცა.
გიორგიმ გამოგიგზავნათ ფოტო, რომ ყველას გეჭიროთ სასამართლოზე და მადლობის წერილი. ფოტოზე, თემიდას ხელში დოლარის სასწორი უჭირავს - ამბობს მინდაძის დედა.
დღეს ყველაზე განსხვავებული დღეა ჩემს ცხოვრებაში. შეიძლება ვინმე ფიქრობ, რომ დაცემულს და ატირებულს დამინახავს, მაგრამ სულ ხომ ვტიროდი, მაგრამ დღეს ვერავინ ვერ დამინახავს ცრემლიანს. დღეს ყველაზე მაგრად ვიქნები, იმიტომ, რომ ამ 8 თვის განმავლობაში დავრწმუნდი, რომ მართლა ვაჟკაცის დედა ვარ და მედგრად რომ უნდა ვიყო, რომ ქართველი დედა ვერავინ ვერ უნდა შემარყიოს. ვერც გალუსტაშვილის განაჩენი შემაშინებს და ვერც ჩვენი მთავრობის. ეს ბოლო გადაწყვეტილება ვერ მომიღებს ბოლოს, იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის მედგრად ვიდექით, რკინის ქალამნებსაც ჩავიცამ, არ გავჩერდები, ვიბობოქრებ, გიორგის და ყველა პოლიტპატიმარს აუცილებლად თავისუფლებას მივანიჭებ და ჩვენ აუცილებლად გაბრწყინებულ საქართველოში ვიქნებით.
არაფერი არ აქვს გიორგის დანაშაული, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში მედიასაც კი აუკრძალეს შიგნით შესვლა. რას აშავებდი? ხალხამდე დაგქონდათ რა ხდებოდა ჩვენს გულში. ხალხი თქვენით გებულობდა ყველაფერს, ეხლა ესეც მოუსპეს. ყველაფერს ველოდები მე ამათგან, ყველაფრისთვის მზად ვარ. ვიცი, რომ დღეს გიორგის საბოლოო განაჩენს გამოუტანს, ამიტომ გიორგიმ გამოგიგზავნათ ასეთი ფოტო, რომ ყველას გეკავოთ სასამართლოზე და ეს წერილი თბილი სიტყვებით, გიორგიმ მადლობა გადაგიხადათ ყველას. ფოტოზე, დოლარი წონის სასწორზე ყველაფერს, თემიდას უჭირავს ხელში დოლარის სასწორი", - განაცხადა ნანი წულაიამ.
გიორგი მინდაძეს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მინდაძე პიროტექნიკის საშუალებით პოლიციელს თავს დაესხა, რის შედეგადაც პოლიციელმა ფეხზე დაზიანება მიიღო.