დაპირისპირება სასამართლოში - დაშავებულ აქტივისტს სავარაუდოდ ცხვირი აქვს გატეხილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარი დაპირისპირების დროს აქტივისტი ლადო ჯახუა დაშავდა.
ადგილზე მყოფი სხვა სამოქალაქო აქტივისტების ცნობით, ახალგაზრდა ბიჭს მანდატურები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ჯახუა მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაჰყავთ - არსებული ინფორმაციით, აქტივისტს ცხვირი აქვს გატეხილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მანდატურის სამსახურსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც მოქალაქეები სინდისის პატიმრის, გიორგი მინდაძის სასამართლო პროცესს ელოდნენ.
მანდატურებმა რამდენიმე პირი სასამართლო შენობიდან გაუშვეს, რასაც მოქალაქეების გაღიზიანება მოჰყვა.