აფეთქება რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში - გარდაცვლილია 60 წლის კაცი

05.10.21 10:58
აფეთქება რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში - გარდაცვლილია 60 წლის კაცი

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანის ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად, მამაკაცი გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით, ქარხანაში არსებული დანადგარი აფეთქდა, რის შედეგადაც იქ დასაქმებული 60 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

წინასწარი ინფორმაციით, ის ჯართის გადამამუშავებელ სამუშაოებს ატარებდა. 

მეტალურგიულ ქარხანაში ამბობენ, რომ აფეთქება არასამუშაო პერიოდში, ქარხნის ტერიტორიაზე მოხდა და არა უშუალოდ საწარმოში. 

მოხდა ლოკალური აფეთება, რომელიც არ იყო დაკავშირებული ქარხნის დანადგარის აფეთქებასთან. საწარმოო პროცესი არ შეჩერებულა", - ამბობს სალომე ჩხეიძე, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის წარმომადგენელი.

შსს-მ გამოძიება, სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს. 

 

მსგავსი სიახლეები