ფილარმონიასთან აქცია - “მთა თავისუფლებისთვის” მიმდინარეობს

03.07.25 18:34
ფილარმონიასთან აქცია - “მთა თავისუფლებისთვის” მიმდინარეობს

ფილარმონიასთან საპროტესტო აქცია “მთა თავისუფლებისთვის”  მიმდინარეობს-შეკრებილი ადამიანები “ქართული ოცნების” პოლიტიკას აპროტესტებენ და დაკავებულ პირებს სოლიდარობას უცხადებენ.

აქციის მონაწილეები მარშით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან, სადაც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.

პროტესტანტები სკანდირებენ სიტყვებს: “თავისუფლება პოლიტპატიმრებს“.

ჩვენი სათქმელი ძალიან ჰგავს იმას, რასაც ყოველდღე საპროტესტო აქციების დროს ვითხოვთ, ეს ის არის, რასაც წინააღმდეგობის მოძრაობა ითხოვს, არსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ქვეყანას ნაწილ-ნაწილ შლიან, როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოებას, რაც აქ შეკრებილებისთვის სრულიად მიუღებელია. ეს არის ჩვენი პასუხი იმ უმსგავსობაზე, რაც ქვეყანაში ხდება, არც შეწყვეტილა და არც შეწყდება, საბოლოო გამარჯვებამდე, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ასევე, აქციის მონაწილეები პირველი გიმნაზიის წინ საპროტესტო აუდიტორიის წინაშე “მთის დეკლარაციას” წაიკითხავენ.

მსგავსი სიახლეები