მხოლოდ რუსეთის ერთი ოლქიდან საქართველოში 13 ტონა ხორცი და 570 თავი საქონელი შემოიტანეს
მხოლოდ რუსეთის ერთი ოლქიდან საქართველოში ექსპორტირებულია 13 ტონაზე მეტი ხორცპროდუქტი და 570 თავი სასოფლო-სამეურნეო ცხოველი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ვეტერინარიული და სურსათის კონტროლის სამსახურის წარმომადგენლობა ავრცელებს.
მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეგიონიდან ექსპორტისთვის განკუთვნილი იყო 13.5 ტონა საქონლის ხორცი და 570 სასოფლო-სამეურნეო ცხოველი (ღორები და სასაკლაოსთვის განკუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი).
პროდუქცია ვეტერინარულ-სანიტარული თვალსაზრისით უსაფრთხოდ არის აღიარებული და სრულად შეესაბამება იმპორტიორი ქვეყნის მოთხოვნებს. მისი ხარისხი და უსაფრთხოება დადასტურებულია ლაბორატორიული კვლევების შედეგებით. ექსპორტირებული ცხოველები კლინიკურად ჯანმრთელები არიან და იმ ტერიტორიიდან არის გატანილი, რომელიც გათავისუფლებულია ინფექციური და განსაკუთრებით საშიში ცხოველური დაავადებებისგან.