შეიძინეთ სასურველი ნივთი 5 ივლისს — გადაიხადეთ PLUS-ებით და ნაწილ-ნაწილ
5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. საქართველოს ბანკი, ასობით პარტნიორ მაღაზიასთან ერთად, ლოიალური მომხმარებლებისთვის განსაკუთრებულ შეთავაზებებს ამზადებს.
მხოლოდ 5 ივლისს, საქართველოს ბანკის ლოიალურ მომხმარებლებს შესაძლებლობა გაქვთ ნებისმიერი ნივთი, PLUS ქულებით გადახდისას, ნახევარ ფასად შეიძინოთ. მეტიც, თუ სასურველი ნივთის შესაძენად საკმარისი PLUS ქულა არ გაქვთ, ნივთის დარჩენილი ღირებულება შეგიძლიათ ნაწილ-ნაწილით დაფაროთ, ხოლო გადახდა 1 თვის შემდეგ დაიწყოთ.
წარმოიდგინეთ, რომ გსურთ 800 ლარიანი ნივთის შეძენა და 100 ლარის PLUS ქულა გაქვთ. 5 ივლისს ეს ქულები გაგიორმაგდებათ, ხოლო დარჩენილი 600 ლარის 4 თვეზე გადანაწილება შეგეძლებათ. ასე რომ, PLUS-ის დაბადების დღეს 0 ლარის დახარჯვა მოგიწევთ და თუ ნაწილ-ნაწილითაც ისარგებლებთ, თანხის დარჩენილი ნაწილის გადახდას ერთი თვის შემდეგ დაიწყებთ.
ნაწილ-ნაწილ გადახდით ნივთის საფასურს ზუსტად 4 ტოლ ნაწილად ყოფთ და დამატებითი ხარჯები არ გიწევთ, რადგან ეფექტური 0%-ია.
PLUS ქულებით გადახდა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ მაღაზიებში. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ გსურთ ნაწილი ქულებით დაფაროთ და დარჩენილი თანხა ნაწილ-ნაწილ გადაიხადოთ, ეს შეთავაზება მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიებში მოქმედებს.
როცა სასურველ მაღაზიას ეწვევით და ნივთს აარჩევთ, საკმარისია კონსულტანტი წინასწარ გააფრთხილოთ, რომ ნაწილს PLUS ქულებით იხდით, ხოლო ნაწილს - ბარათით, ნაღდი ფულით ან ნაწილ-ნაწილ.
ასე რომ, იმედია, უკვე მზად ხართ შოპინგის დღესასწაულისთვის და იცით, რისი ყიდვა გსურთ. ხოლო, თუ ჯერ არ გადაწყვეტიათ, ამ ბმულზეპარტნიორი მაღაზიების გრძელ სიას და ყველა შესაძლო კითხვაზე დეტალურ პასუხს იპოვით.