გიორგი მინდაძის დედა: მოსამართლე გალუსტაშვილმა დარბაზში თქვა, განცხადებას დაწერს და შეიწყალებს პრეზიდენტიო

03.07.25 22:20
გიორგი მინდაძის დედა: მოსამართლე გალუსტაშვილმა დარბაზში თქვა, განცხადებას დაწერს და შეიწყალებს პრეზიდენტიო

სინდისის პატიმრის, გიორგი მინდაძის დედა, ნანა წულაიას ამბობს, რომ მოსამართლე გალუსტაშვილმა დარბაზში განაცხადა, რომ “წერილობითი განაცხადი დაეწერათ და პრეზიდენტი შეიწყალებდა.“

თუმცა, მინდაძის დედა ამბობს, რომ “ის ვერ გრძნობს, რომ ამ ქვეყანას პრეზიდენტი ჰყავს და რომ დაწეროს განცხადება, სად წაიღოს, ან ვისთან, ისიც არ იცის.“

გალუსტაშვილმა დარბაზში განაცხადა, რომ განცხადებას დაწერს და შეიწყალებს პრეზიდენტიო, არ ვიცი, მოურიდებლად უნდა ვთქვა, რომ საქართველოში პრეზიდენტი თუ გვყავს, არ მიგრძვნია, თუ გვყავს, კი ბატონო,დ ავწერ, მაგრამ, ვის შევუტანო და სად შევუტანო, არ ვიცი,- თქვა წულაიამ გადაცემა “რეაქციაში“ ჩართვისას.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სინდისის პატიმარი, 21 წლის სტუდენტი, გიორგი მინდაძე დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

განაჩენის გამოცხადებას დარბაზში პროტესტით და შეძახილებით შეხვდნენ. პროტესტი იყო სასამართლოს ეზოშიც.
მონებო" - სკანდირებდნენ გიორგი მინდაძის გულშემატკივრები. 

გიორგი მინდაძეს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მინდაძე პიროტექნიკის საშუალებით პოლიციელს თავს დაესხა, რის შედეგადაც პოლიციელმა ფეხზე დაზიანება მიიღო.