მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები, როგორია, ციხეში რომ იგებ, ჭიშკართან პოულობენ მამაშენს მკვდარს? - ონისე ცხადაძე

მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები, როგორია, ციხეში რომ იგებ, ჭიშკართან პოულობენ მამაშენს მკვდარს? - ასე მიმართა სინდისის პატიმარმა ონისე ცხადაძე სასამართლოს, რომელსაც მამა რამდენიმე დღის წინ გარდაეცვალა.
ბრალდებულმა მსახიობმა დღეს განსასჯელის სკამიდან პროკურორებს და მოსამართლეს პირდაპირ უთხრა, რომ მათი სამძიმარი არაფერში სჭირდება.
- საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციაზე დაკავებული 11 პირის, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს.
ცხადაძის თქმით, მის მშობელს გული აქამდე არასოდეს აწუხებდა და არც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონია - "პირველად მისი ხელი გულზე მაშინ დავინახე, როცა მე მაკავებდნენ".
გულწრფელად, ირონიისგან დაცლილად, მინდა ვკითხო პროკურორებს, მე თუ მომიკლავს ვინმე? ვის რა ჯანდაბად სჭირდება [თქვენი სამძიმარი]. რა ასაკშიც მამაჩემი გარდაიცვალა, მის სისხლში არავინ გარდაცვლილა.
მამაჩემს არაფერი დაუშავებია, არც გული აწუხებდა. გულზე არაფერი სჭირდა მამაჩემს, პირველად მისი ხელი გულზე მაშინ დავინახე, როცა მე მაკავებდნენ.ეს დღეებია სულ ვფიქრობ სამაგიერო როგორ გადაგიხადოთ. ჩემთვის მკვლელები ხართ, არ ვაპირებ ადამიანურად არ გაპატიოთ, მაგრამ მე თქვენ პორობას გაძლევთ, მოვა დრო სამართლებრივად ყველას მოგეთხოვებათ, აი იმ ბიჭსაც იქ რომ ზის და გონია რომ არაფერი მოეთხოვება.
მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშაავები.თუ გინდათ, მოგიყვეთ, როგორ მოკვდა მამაჩემი, ციხეში ვიგებ, რომ ჭიშკართან პოულობენ მამაჩემს მკვდარს. რომელიმეს არ გაინტერესებთ ეს? ბავშვობაში რაღაც რომ დაგვიშავებია ელემენტარული რაღაც, რომელიც შეიძლება არ ახსოვდეს არავის, დღეს რომ ვფიქრობ, არ ვიცი, იმასაც კი ვნანაობ. თქვენ არ გაგაჩნიათ რამე ესეთი გრძნობა?
ხალხს მინდა, რომ მადლობა გადავუხადო. მე ჩემი თვალით არ მინახავს, მაგრამ მითხრეს და რომც არ ეთქვათ, ვგრძნობ და ძაან მიხარია, რომ თქვენნაირი ადამიანები ამ ქვეყანაში ბევრი არიან. ისიც მიხარია, რომ მე ვიცხოვრე ისე, რომ დავიმსახურე ეს ყველაფერი.
ეს რაც მოხდა, ჩემი პირადი ტრაგედიაა და ადრე თუ გვიან ეს ჩემი და ჩემი ოჯახის სატარებელი იქნება, მეტის არავის.მე უარესსაც ველოდები, ხვალ შეიძლება მე არ ვიყო. ასეთი ბრძოლაა, რა უჭირს, მე რომ ხვალ არ ვიყო და ქვეყანა გადარჩეს, ოღონდ ეგ მოხდეს და მეტი არაფერი მაინტერესებს. ამათ ვერ გააგებინებ ამას, ვალდებულებები აქვთ და ამას აკეთებენ.
ასეთი ბრძოლაა, კაციჭამიებთან ბრძოლა, ოღონდ ქვეყანა გადარჩეს, ოღონდ ეს მოხდეს და მეტი არაფერი მაინტერესებს... ამათმა[პროკურორები - რ.თ.] ეს რა იციან." - თქვა ონისე ცხადაძემ.
ამის შემდეგ მოსამართე გალუსტაშვილმა ონისე ცხადაძეს კორექტულობისკენ მოუწოდა.
„მამათქვენი როგორ არის? ცოცხალი გყავთ?“,- მიმართა ონისე ცხადაძემ მოსამართლეს.
„მე ვიცი, რომ ეს ისე დასრულდება, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ ქვეყანა მეცოდება, საიდან იქნება ამოსათრევი, არავინ არ ფიქრობს. სიკვდილის შიში დიდი ხანია დამარცხებული მაქვს და კიდევ ერთი მიზეზი მაქვს, რომ სიკვდილის არ შემეშინდეს, ამის გამო თავს ვერ დავხრი და ვერავის შევეხვეწები გამიშვით-მეთქი, ჩემზე ნუ იდარდებთ, ქვეყანას მივხედოთ, იმაზე იდარდეთ, რა ქვეყანაც გვაქვს",- განაცხადა ონისე ცხადაძემ.
სინდისის პატიმარს, ონისე ცხადაძეს მამა 26 ივნისს გარდაეცვალა. პატიმარს პროკურატყურამ და სასჯელაღსრულების დაწესებულებამ დართო ნება, რომ 30 ივნისს, მამის დაკრძალვას დასწრებოდა.
შეგახსენებთ, რომ პროევროპულ აქციაზე დაკავებულ ონისე ცხადაძეს, სხვა 10 პირთან ერთად ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.