TI: სულხან თამაზაშვილმა 2,887 კვ.მ მიწა თვითნებურად დაიკავა და საცხოვრებელი სახლი უკანონოდ ააშენა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში, მის საკუთრებაში არსებული ნაკვეთების მიმდებარედ, 2,887 კვ.მ დაურეგისტრირებული მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაიკავა და მასზე საცხოვრებელი სახლი უკანონოდ ააშენა - ამის შესახენ ინფორმაციას გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ავცელებს.
ანგარიშის მიხედვით, თამაზაშვილი ასევე საკუთრებაში არსებული ორი მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციას ქონებრივ დეკლარაციაში რამდენიმე წლის განმავლობაში არ უთითებდა, მოგვიანებით კი, საკუთრების წილზეც არასწორი მონაცემები ჩაწერა.
თამაზაშვილი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. ის საერთაშორისო სანქციების სიაში მოხვდა 2023 წელს, პროევროპული აქციების ძალადობრივად დაშლის გამო.
განახლება:
აღნიშნულთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის პრესსამსახური განმარტებებს აკეთებს. მათი ინფორმაციით, თამაზაშვილების ოჯახი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში ცხოვრობდა და ცხოვრობს უკვე დაახლოებით ხუთი თაობის განმავლობაში. როგორც უწყებაში აცხადებენ, ოჯახი მრავალი წელია დასახლებულია აღნიშნულ ტერიტორიაზე და ეს ფაქტი ადგილობრივი საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი.
უწყებაში განმარტავენ, რომ საცხოვრებელი სახლი დაახლოებით 1990-იან წლებში აშენდა და მამის სახელზეა რეგისტრირებული, ხოლო სამ შვილს საკუთრებაში 25-25%-იანი წილები აქვთ.
ასევე აცხადებენ, რომ სახლი არარეგისტრირებულ მიწაზე არ მდებარეობს — მიწა სრულად არის დარეგისტრირებული სახელმწიფო სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში.