რა მოთხოვნა ჰქონდათ ადვოკატებს და რა გადაწყვეტილება მიიღო დღეს ნინო გალუსტაშვილმა რეზო კიკნაძესთან დაკავშირებით

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა რეზო კიკნაძის საზოგადოებრივი ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სხდომა არ გადადო - ამის შესახებ "პირველებს" სინდისის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა განაცხადა.
მოსამართლეს რეზო კიკნაძე სხდომიდან გაძვეებული ჰყავს, შესაბამისად ის პროცესს არ ესწრებოდა, ასევე სხდომაზე არ იყო მიის ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი, საზოგადოებრივმა ადვოკატმა კი გალუსტაშვილს უთხრა, რომ საქმეს არ იცნობს, რადგან მტკიცებულებები არ გადასცემია.
როგორც თორნიკე მიგინეიშვილი ამბობს, ამის შემდეგ გალუსტაშვილმა 5 წუთიანი შესვენება გამოაცხადა და საზოგადოებრივ ადვოკატს უთხრა ამ დროში გაცნობოდა საქმეს.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ რეზო კიკნაძეს არ ჰქონია საზოგადოებრივ ადვოკატებთან კომუნიკაცია, შესაბამისად არ აქვთ შეთანხმებული პოზიცია, როგორ უნდა განხორციელდეს დაცვის სტრატეგია - ამბობს თორნიკე მიგინეიშვილი.
დღეს აღმოჩნდა, რომ განცხადების უფლებით როდესაც ვისარგებლეთ, კვლავ იუსტიციის უმარღლეს საბჭოს დაბრალდა, რომ ის თურმე არ სცემს პასუხს მაუწყებლებს. სასამართლო ვალდებულია უფლებამოსილი პირი განსაზღვროს იმისათვის, რომ სხდომის აუდიო, ფოტო ან ვიდეო ტრანსლირება, შესაბამისად დღესაც შეეზღუდათ ბიჭებს საჯაროობის პრინციპი და შეეზღუდა ზოგადად პროცესს და კიდევ ასე გაგრძელდება დიდხანს, იმიტომ, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება და გადაწყვეტილება, რომელიც ამ საკითხს მოაწესრიგებს. რეზო კიკნაძე არის გაძევებული, აგრეთვე არ იმყოფება გუჯა ავსაჯანიშვილი, რომელიც იცავს კიკნაძის ინტერესებს, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც აგრძელებს სხდომას მოსამართლე. აგრძელებს იმ მოტივით, რომ მას ჰყავს საზოგადოებრივი წესით დანიშნული ადვოკატები პროცესში, მაგრამ ეს ადამიანები აფიქისრირებდნენ, რომ ჩვენ არ ვიცნობთ მტკიცებულებებს და სასამართლომ არც კი გადმოგვცა ეს მტკიცებულებები, რომ გავცნობიდითო, შესაბამისად, გამოცხადდა 5 წუთიანი შესვენება და უთხრა ამ დროის განმავლობაში გაცნობოდნენ მტკიცებულებებს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ რეზო კიკნაძეს არ ჰქონია საზოგადოებრივ ადვოკატებთან კომუნიკაცია, შესაბამისად არ აქვთ შეთანხმებული პოზიცია, როგორ უნდა განხორციელდეს დაცვის სტრატეგია"- განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.
- საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციაზე დაკავებული 11 პირის, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს.
დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს