"მანდატურები ცხოველებივით იქცეოდნენ, ფეხი მაქვს ნაღრძობი... გული რომ წამივიდა, ხალხი უყვიროდა, თავი დაანებეო" - მოქალაქეები

ნაღრძობი ფეხი, დაჟეჟილობები მთელ ტანზე, დაზიანებები სახის არეში და გონების კარგვა - გუშინ სასამართლოში, სინდისის პატიმრის, გიორგი მინდაძის საბოლოო პროცესზე მისული მოქალაქეები მანდატურების მხრიდან სასტიკ მოპყრობაზე საუბრობენ.
უკვე მეორე დღეააა მოქალაქეები ხმამაღლა საბრობენ სასამართლოს მანდატურების მიერ ჩადენილი ძალადობის შესახებ, თუმცა თუმცა ამ დრომდე არც ერთი შესაბამისი საგამოძიებო ორგანო მანდატურების ქმედებებით არ დაინტერესებულა.
ნიკოლოზ ტყემალაძე ამბობს, რომ გუშინ სასამართლოში მომხდარი დაპისირპირების შედეგად ფეხი იღრძო. მისი თქმით, მანდატურები "ცხოველური ძალით გამოირჩეოდნენ" და ძალადობდნენ ადამიანებზე.
ცხოველური ძალით გამოირჩეოდნენ, მე ვერ ვხდები ასე ადამიანს რატომ და როგორ უნდა მოექცე. ჩემი მეგობარი, ლადო ჯახუა გადაყვანილი იყო სასწრაფოთი, მე დღეს გავიგე, რომ თურმე ფეხი მაქვს ნაღრძობი, გოგოები როგორ ათრიეს კადრებში ძალიან კარგად ჩანს, აი ვერ ვხდები, რატომ აკეთებენ ამას. ყველა აუცილებლად მოეკითხება, რასაც გვიკეთებენ. ეს არის უპრეცედენტო ძალადობა და ამას ქართველი ერი არ შევარჩენთ", - ამბობს ნიკოლოზ ტყემალაძე.
ახალგაზდა ქალი, რომელმაც გუშინ სასამართლოში გონება დაკარგა, ანანო სანიკიძეა. ის "პირველებთან" დეტალურად იხსენებს, თუ როგორ გამოიყვანა 50-მდე ადამიანი მანდატურის სამსახურმა ძალის გამოყენებით შენობიდან.
"ჩემზე ხალხი უყვუროდა, ცუდად გახდა, თავი დაანაებეთო. იქით შეხლა-შემოხლა იყო და როგორც ჩანს აპირებდნენ ესენი, ჩემზე გადაებიჯებინათ და იქით წასულიყვნენ" - ამბობს ახალგაზრდა ქალი.
ორი ეპიზოდი იყო, როცა მანდატურები დაუპირისპირდნენ იქ შეკრებილ მოქალაქეებს - პირველი, სანამ დაიწყებოდა სასამართლო, მეორე მთავარი, რაც დაიწყო განაჩენის გამოცხადების შემდეგ. დავინახე, პირადად როგორ უთხრა, აი ეხლა დავიწყოთ, გასწორდა ხაზი, პოლიციელების წინ გადმოვიდნენ მანდატურებმა დაიწყეს ჩვენი უკან გადაწვეა. მე ვდგავარ წინ და ვეუბნები, რომ რომც მინდოდეს ახლა მე უკან გასვლა , ვერ შევძლებ იმდენი ხალხიათქო. ჯაჭვივით გააკეტს და 50 ადამიანი შიგნით ამ ჯაჭვით კარისკენ მიჰყავდათ. ოდნავ რომ ჩავისუნთქე, გონება დამებინდა, წავიქიცე, ოღონდ ბუნდოვნად მესმოდა რაღაცები - ხალხი უყვუროდა, ცუდად გახდა, თავი დაანაებეთო. იქით შეხლა-შემოხლა იყო და როგორც ჩანს აპირებდნენ ესენი, ჩემზე გადაებიჯებინათ და იქით წასულიყვნენ", - ამბობს ანანო სანიკიძე.
სასამართლოში გუშინ მომხდარი ფაქტიდან უკვე 24 საათი გადის, თუმცა ამ დრომდე არც ერთი შესაბამისი საგამოძიებო ორგანო მანდატურების ქმედებებით არ დაინტერესებულა, არადა დაზარალებულ მოქალაქეებს ხილული დაზიანებები აქვთ მიღებული, ნაწილს მედიკოსების დახმარებაც დასჭირდა და სასწრაფო დახმარებამ გუშინ კლინიკაშიც კი გადაიყვანა.