“არ მგონია, კრიზისი ერთ საათში წყდებოდეს“- ბიზნესმენები კობახიძესთან შესახვედრად მივიდნენ

04.07.25 17:18
“არ მგონია, კრიზისი ერთ საათში წყდებოდეს“- ბიზნესმენები კობახიძესთან შესახვედრად მივიდნენ

ბიზნესმენები კანცელარიაში ირაკლი კობახიძესთან შესახვედრად მივიდნენ. როგორც ბიზნესმენების ნაწილმა, შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებთან განაცხადა, ჯერ არ იციან, რა იქნება მსჯელობის საგანი, უფრო დეტალურ ინფორმაციას კი მედიას შეხვედრის დასრულების შემდეგ მიაწვდიან.

ბიზნესემენები არც იმაზე საუბრობენ, თავად ექნებათ თუ არა კითხვები კობახიძესთან.

ერთადერთი ბიზნესმენი, ვინც შეხვედრამდე კომენტარი გააკეთა, თემურ ჭყონია იყო.  მისი თქმით, იმ პრობლემებზე სასაუბროდ, რაც მას აწუხებს, 1 საათი არ ეყოფათ და “კრიზისის გადაწყვეტა ერთ საათში არ ხდება“.

ჩემი სათქმელისთვის არ ვარ, მე მგონი, დაბარებული, მე იმდენი რამე მაწუხებს, რომ ამას ერთი შეხვედრა არ ეყოფა. არ მგონია, კრიზისზე ერთ საათში წყდებოდეს თემა, -ამბობს ჭყონია.

 

მსგავსი სიახლეები