დააყენებენ თუ არა ბიზნესმენები დაკავებული ჯაფარიძე-ხაზარაძის საკითხს კობახიძესთან შეხვედრაზე
მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები ირაკლი კობახიძეს ხვდებიან-“პირველები“ დაინტერესდა, იქნება თუ არა დაკავებული ბიზნესმენების- მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის თემა გაჟღერებული შეხვედრაზე.
ჟურნალისტის კითხვას ბიზნესის წარმომადგენლების დიდი ნაწილი დუმილით შეხვდა. ერთ--ერთი ვინც ამ კითხვას უპასუხა, თემურ ჭყონია იყო.
მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ “მათი დაკავება ბიზნესგარემოზე ცუდად აისახება.“
ცუდად აისახება, ჩემი ორი მეგობარი, რომ არის დაკავებული, ძალიან შეწუხებული ვარ,- თქვა ჭყონიამ.
ბიზნესმენების მცირე ნაწილი იმასაც ამბობს, რომ “ხაზარაძე-ჯაფარიძეს დიდ პატივს სცემს და თუ იქნება საშუალება, შესაძლოა, ამ თემას შეეხოს“.