სინდისის 11 პატიმრის საქმე: "ვიდეო-მტკიცებულებაში ისმის პოლიციელების მხრიდან სიტყვები - მოკალით, დახოცეთ, დაასახიჩრეთ"

04.07.25 17:52
სინდისის 11 პატიმრის საქმე: "ვიდეო-მტკიცებულებაში ისმის პოლიციელების მხრიდან სიტყვები - მოკალით, დახოცეთ, დაასახიჩრეთ"

მოკალით, დახოცეთ, დაასახიჩრეთ - ეს სიტყვები ისმის პოლციელების მხრიდან იმ ვიდეო-მასალაში, რომელიც დღეს საქალაქო სასამართლოში 11 პირის პროცესზე გამოიკვლიეს. 

ერთ-ერთ ჩანაწერში კარგად ისმის, თუ როგორ აგინებს გდდ-ს ყოფილი შეფი, ზვიად ხარაზიშვილი აქციის მონაწილეებს. 

ვიდეო საქმეში ბრალდების მხარემ თავად მხარემ ჩადო, თუმცა ადვოკატების თქმით, პროკურატურას ამით საქმე მთლიანად შემოუტრიალდა. აღნიშნული სიტყვებს დღეს საკუთარი ყურით ისმენდა სხდომაზე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილიც. 

  • სასამართლოში ამ წუთებში, პროევროპულ აქციაზე დაკავებული 11 პირის, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი დახურულ კარს მიღმა, ვიდეო-გადაღების გარეშე მიმდინარეობს.

"როდესაც მტკიცებულებების დათვალიერება ხდებოდა ბრალდების მხარის მიერ, ჩვენი სასარგებლო მტკიცებულებაა და არა ბრალდების მხარის მტკიცებულება და კონკრეტულად რაში გამოიხატება აღნიშნული, პირიქით, პოლიციის თანამშრომლების მიერ ისმის "მოვკლავ" მუქარა, უცენზურო სიტყვების გამოყენების კორიანტელი იყო, სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო. აშკარად პირდაპირ ისმის "მოგკლავ", "დაგასახიჩრებ" და ე.გ. მე ახლაც გამოვთქვი ჩემი პოზიცია, როდესაც პოლიციელების მხრიდან, როდესაც მან წესრიგი უნდა დაიცვას და გინების კორიანტელი მოდის და მოკვლით მემუქრება და შეიძლება მე ბოთლი მიჭირავს, ახლა მოსამართლესაც ვუთხარი, მეც ვსვამ ბოთლიდან და მიდევს ბოთლი დასალევად-მეთქი და ვინმემ გინება დამიწყოს და ასეთი სიტყვებით მომმართოს ბოთლსაც ვესვრი და შეიძლება ფიზიკურადაც შევეხო-მეთქი. 
მოსამართლე საერთოდ აპელირებას არ აკეთებს და პროკურორიც ამასთან დაკავშირებით ამბობს "გადავიდეთ სხვა ვიდეოზე".
მოსამართლეს შევეკითხე, თუ იყო რომელიმე პოლიციელის მიმართ სასამართლოში შემოსული საქმე, მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი თუ არა - იმიტომ, რომ ჩვენ ახალა იცით რამდენიმე თვეა სასამართლო პროცესზე ვართ და ჩვენ არ გვინახავს, რომ მოძალადე პოლიციელი დასჯილიყოს. დასჯილიყოს კი არა აღძრულიყოს სისხლის სამართლის საქმე და სასამართლოში განხილვაც არ მიმდინარეობს", - აცხადებს ადვოკატი ნათია კოტრიკაძე. 

ჩვენ გამოვიკვლიეთ მტკიცებულება, სადაც პოლციის სავარაუდოდ მაღალჩნოსნები თავინთ დაქვემდებარებაში მყოფ პოლიციელებს მოუწოდებენ მოკლან, დახოცო აქციის მონაწილეები.  ეს არის ვიდეო-მტკიცებულებით დადასტურებული და მოუწოდებენ არაერთგზის. ეს არის ორგანიზებული სისხლის სამართლის დანაშაული და ის ჩადენილია აშკარად პოლციის კორდონში მყოფი და მათი მმართველი პირების მხრიდან". ეს მოწოდება ისმის, მინიმუმ ორ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ვიდეოში, როგორ აძლევენ სპეცრამზელებს დავალებებს, მოკლად დ ახოცონ ადამიანები", - აცხადებს ომარ ფურცელაძე. 

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

მსგავსი სიახლეები