ევროსასამართლოს საქართველოში სასამართლოს სხდომების გადაღების შეზღუდვასთან დაკავშირებით ეცნობა - საჩივარი სტრასბურგში გაგზავნილია

ევროსასამართლოს საქართველოში სასამართლოს სხდომების გადაღების შეზღუდვასთან დაკავშირებით ეცნობა - საჩივარი სტრასბურგში გაგზავნილია. ამის შესახებ "პირველებს" ადვოკატმა ეკა ბესელიამ უთხრა, რომელიც სინდისის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის უფლებებს იცავს.
ბესელიას თქმით, სტრასბურგის სასამართლოში "ოცნების" მიერ სასამართლოში მედიისთვის შემზღუდავ კანონზე საჩივარი ანდო ჭიჭინაძის საქმესთან ერთად გაიგზავნა.
დაიხურა პროცესი საჯაროობის თვალსაზრისით, ჩვენ ეს კანონი, როგორც ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის საწინაათმდეგო, გავაგზავნეთ უკვე სტრასბურგის სასამართლოში, ანდრო ჭიჭინაძის საქმესთან ერთად. ეს სასამართლო პროცესები რომ დაიხუროს, სწორედ ამიტომ მიიღეს ეს კანონები დაჩქარებული წესით, წარმოუდგენლად გაუგონარი ჩანაწერით, რომ იუსტიციის საბჭო უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას კონკრეტულ საქმეზე მედია დაუშვას თუ არა. სხვათაშორის, გირგვლიანის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლომ კანონის შეცვლის თაობაზეც იმსჯელა და შეცვალეთ კიდევაც. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საქმე მოექცევა ევროპული სასამართლოს ყურადღების ქვეშ, რადგან ტანხვედრაშია ამ საქმის განხილვასთან და რაც მთავარია, მეექვსე მუხლთან, ეს არის საქმის საამრთლიანი განხილვის უფლება, - განაცხადა ბესელიამ.