რა პირობით დაიშვებით საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩზე
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩზე მაყურებლების 33%-ს გარკვეული პირობებით დაუშვებენ.
საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გიორგი ღიბრაძემ თქვა, რომ მაყურებლებმა სპეციალური დოკუმენტები უნდა წარადგინონ:
მაყურებლებმა უნდა წარმოადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა“, - განაცხადა ღიბრაძემ.