11 სინდისის პატიმრის საქმე - პროკურატურის ვიდეომტკიცებულება, რომელიც თავად ბრალდებას ამხელს

"მოკალით, დახოცეთ, დაასახიჩრეთ" - პოლიციელების მუქარის შემცველი ეს სიტყვები დღეს იმ ვიდეომასალაში ისმოდა, რომელიც ბრალდების მხარემ საქმის მასალებში ჩადო. მედიისთვის დახურულ სასამართლო პროცესზე დღეს სამი ვიდეო მტკიცებულება გამოიკვლიეს. სხდომათა დარბაზშივე დადგინდა, რომ პროკურატურამ სინდისის პატიმრების საქმეში ჩადო მასალა, რომელიც ადასტურებს, რომ ძალოვანები მომიტინგეებს მკვლელობით და დასახიჩრებით ემუქრებოდნენ.
სასამართლო დარბაზში მყოფმა ყველა პირმა დღეს საკუთარი თვალით ნახა და საკუთარი ყურით მოსიმინა, როგორ პროვოცირებდნენ პოლიციელები დაპირისპირებას, როგორ აგინებდნენ და რა შეურაცხყოფას აყენებდნენ აქციის მშვიდობიან მონაწილეებს, რომ დაპირისპირება დაეწყოთ.
ვიდეო მტკიცებულებების გარდა, სინდისის 11 პატიმრის საქმეზე დღეს პროკურატურამ 3 ექსპერტი გამოკითხვა. დადგინდა, რომ 7 თვის თავზე პროკურატურას არ უკვლევიათ, ვინ რა საგანი გაისროლა და ვისი მიმართულებით.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.