ნაცემი და დალურჯებული მოქალაქეები - ვინ არიან სასტიკ ძალადობაში მხილებული მანდატურები
ლადო ჯახუა ერთ-ერთი დაზარალებულია, ვისზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურებმა იძალდეს. კადრებში ჩანს, რომ გიორგი მინდაძის განაჩენის გამოცხადების შემდეგ, დერეფანში ერთ-ერთი მანდატური ჯახუას უახლოვდება, მის შებოჭვას ცდილობს, ყელში ორივე ხელს უჭერს, მას კი მეორე მანდატური - ბექა სადრაძე ეხმარება.
მანდატური, რომელიც ლადო ჯახუას ყელში უჭერს, ჩვენთან ახსნა-განმარტების საჭიროებას ვერ ხედავს. არ აქვს პასუხები კითხვებზე, ვისი დავალებით მოქმედებენ ამგვარი სისასტიკით.
იდენტიფიცრებულები არიან ძალადობაში მხილებული სხვა მანდატურებიც. ერთ-ერთი მათგანი ბექა სადრაძეა. ის რამდენიმე ეპიზოდში ჩანს. ის დღეს კამერებთან არ გამოჩენილა, თუმცა, რამდენიმე დღის წინ შაბათის ეთერთან გაურბოდა კითხვას, ვისგან იღებენ ქალ აქტივისტებზე ძალადობის დავალებას.
სამოქალაქო აქტივისტების ნაწილს გუშინდელი შეხლა-შემოხლის შემდეგ დაზიანებები აქვს მიღებული. ნაწილს დაჟეჟილობა აქვს. ერთს ფეხი აქვს ნაღრძობი, ზოგიერთს სუნთქვა გაუჭირდა და გონების დაკარგვის პირას მივიდა. ყველა მათგანს დარჩა შთაბეჭდილება, რომ გუშინ მანდატურები შეთანხმებულად, ორგანიზებულად მოქმედებდნენ და დაპირისპირებას პროვოცირებდნენ.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.