"მიიღეთ მეგობარი აქტი!" - თბილისში აშშ-ს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მარში იმართება

04.07.25 20:51
"მიიღეთ მეგობარი აქტი!" - თბილისში აშშ-ს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მარში იმართება

თბილისში აშშ-ს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მაში იმართება. მოქალაქეები რესპუბლიკის მოედნიდანდ რუსთაველის გამზირამდე მსვლელობით მიდიან. 

საქართველოს მოქალაქეები, ვისაც ამერიკის მხარდაჭერის იმედი აქვთ, შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ. ქართველი ხალხი  ფიქრობს, რომ ამერიკის მხარდაჭერა, რომელიც უკვე ათეული წლებია საქართველოს გვერდით დგას, ქვეყნისთვის გადამწყვეტ ეტაპზე კიდევ უფრო მკაფიო და ეფექტური უნდა იყოს.

მთავარი გზავნილია, რომ დროზე მიიღონ "მეგობარი აქტი". "მეგობარმა აქტმა" უკვე ძალიან დიდი გზა გაიარა, დარჩა ერთი ხელის მოწერა და ვთხოვთ ამერიკას, რომ დაგვეხმაროს. ჩვენ შევიკრიბეთ აქ იმისთვის, რომ დავანახოთ ამერიკას, რომ ჩვენ გვჭირდება ის, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ასევე, გვექნება ვიდეომიმართვის გადაღება, რომელიც უნდა გავაგზავნოთ ამერიკაში, - ამბობს მარში ორგანიზატორი ია ფარულავა. 

მსვლელობაში მონაწილეობენ სინდისის პატიმრების მშობლებიც. 

ყველაზე მნიშვნელოვანია, მოაწეროს ხელი ტრამპმა "მეგობარ აქტს" და ამის გულისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენ. არ ვუსმენთ საერთოდ, რას ამბობს "ოცნების" მარიონეტი ხელისუფლება. მაგათი გადასაწტეტი არაფერია ქვეყანაში. ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და სთხოვს აშშ-ს, რომ ტრამპმა მოაწეროს მეგობარ აქტს ხელს და ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის, - ამბობს თორნიკე გოშაძის დედა,მარიზი კობახიძე. 

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის ჩართვაში.  

მსგავსი სიახლეები